უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. რადას დეპუტატის ფოტოს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ  უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა.

  • “უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. დეტალებს მალე გაიგებთ“– წერს ზელენსკი.

მედვედჩუკის დაკავების შემდეგ ზელენსკიმ უკრაინელებს ხუმრობით კოსმონავტიკის დღე მიულოცა.

მედვედჩუკის დაპატიმრება დაადასტურა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა. უკრაინის ძალოვანი უწყებები ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

6 აპრილს კორუფციის საწინააღმდეგო ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ტატაროვმა ხელი შეუწყო უკრაინიდან დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის გაქცევას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და მას რუსული სცენარის ნაწილად ასახელებდნენ, რომლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მედევდჩუკი კი უკრაინის პრორუს მმართველად სახელდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მედევდჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ვლადიმერ პუტინი  მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

მედვედჩუკს ლვოვის სასამართლომ 18 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. მას ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში.