პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ “მომავალს სისხლის გარეშე ვერ ხედავს”. მისი თქმით, ენმ მზად არის, “სადიზმის მექანიზმები განახორციელოს”.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, ადრეული ჩანაწერები საიდუმლო, კანონიერი თუ უკანონო მითითებები, ფაქტები, ყველაფერი მეტყველებს, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც სადიზმში გაატარეს თავისი მმართველობის პერიოდი, მზად არიან კვლავ სადიზმის მექანიზმები განახორციელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ პალიტრანიუსის ეთერში.
ის ენმ–ს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელომაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 8 წელია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებისთვის ემზადება, შესაბამისად მათ „ ერთი საბურავი უნდა ეპოვათ სადღაც, ან ერთი ჟანგიანი თოფი“.
გია ვოლსკის თქმით, „დიდი საბურავი რომ არის უკრაინაში, ის ამბობს, რომ პირდაპირ არჩევნების გზა არ არის მისაღები ჩვენთვის“.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია განაცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
„თქვენ გგონიათ გვიხარია, რამე რომ მოხდეს? თუ არ მოხდება, რა არის ამაზე კარგი. გეუბნებით, რომ იქნება სავსებით უსაფუძვლო გამოსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უფრო მეტი ხმა ეკუთვნოდათ და მიიღეს ნაკლები. თან ამ ადამიანების ზნე-ჩვეულებები ვიცით, ფსიქოტიპებიც და მათი განცხადებები 2014 წლიდან. აქედან გამომდინარე იქნება იმის დაჩემება, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას აპირებს. როგორ, რატომ, რისთვის?“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.