უკრაინაში რუსების მასიურ სარაკეტო შეტევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. საჰაერო ძალების სპიკერი, იური იგნატი ამბობს რომ რუზმა ოკუპანტებმა თავდასხმისთვის ფაქტობრივად, ყველა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
“დღევანდელ იერიშებს შეიძლება მასირებული სარაკეტო შეტევა ვუწოდოთ, რომელიც სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის საშუალებებით განხორციელდა. ფაქტობრივად, ყველა ტიპის რაკეტა დაფრინავდა.
როგორც ჩანს, კალიბრები არ იყო. ვნახეთ კინჯალები, S-300-ები ფრთოსანი რაკეტები. ასევე, ვნახეთ Shahed-ები, რომლებიც სამხტრეთ-აღმოსავლეთიდან გამოუშვეს. დაახლოებით 18 სტრატეგიული ბომბდამშენი იყო გამოყენებული”, – ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.