უკრაინის ქალაქ ლვოვში, რუსეთის საკონსულოს შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საფრთხე არ შექმნია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა : “ლვოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ ჩადენილი იყო ტერორისტული აქტი”.