უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაწყებულია – დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური მინისტრი, საჯიდ ჯავიდი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკვე დაწყებულია.

“ჩვენ ვნახეთ, რომ მან [პუტინმა] აღიარა უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან იქ გაგზავნა ტანკები და ჯარი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაიწყებულია”,– თქვა მან Sky News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, რას აპირებენ ამის შემდეგ, ჯავიდი პასუხობს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, უკრაინას კი კვლავ დაეხმარება.

ბრიტანეთს ჯერ არ დაუზუსტებია, ვინ დაექვემდებარა სანქციებს, მაგრამ ბორის ჯონსონმა თქვა, რომ რუსულ კომპანიებს აშშ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომას შეუწყვეტს და ლონდონში კაპიტალის მოზიდვის საშუალებას აღარ მისცემს.