უკრაინაში რუსეთის შეჭრის ზუსტ თარიღს წინასწარ ვერ დავასახელებთ – სალივანი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ზუსტ თარიღს წინასწარ ვერ დავასახელებთ – ამის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს.

”წინასწარ ვერ დავასახელებთ ზუსტ თარიღს, მაგრამ როგორც აქამდე ითქვა, ახლა ვართ დროის ისეთ ინტერვალში, როცა რუსეთის მასშტაბური სამხედრო მოქმედებები, შეჭრა უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დღეს დაიწყოს, მათ შორის მიმდინარე კვირაში ოლიმპიადის დასრულებამდე. ეს შეიძლება მოხდეს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ან ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ რუსეთმა აირჩიოს დიპლომატიის გზა.” -განაცხადა სალივანმა.