უკრაინაში რუსი მედესანტეების როტის მეთაური ოფიცერი მოკლეს

უკრაინაში რუსეთი ოფიციერი ალექსანდრ ვიგულიარი მოკლეს, რომელიც 106–ე საჰაერო მედესანტეთა დივიზიის მედესანტე–პარაშუტისტთა როტას მეთაურობდა . ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს.

“ალექსანდრ ვიგულიარმა სამი თვის წინ ვიაზემსკთან თავის როტასთან ერთად ჩაატარა ვიაზემსკის საჰაერო–სადესანტო ოპერაცია. თუმცა უკრაინულ შეიერაღებულ ძალებს საბოლოოდ ვერ გადაურჩა.“– ნათქვამია ინფორმაციაში.