უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 თვეში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
რუსულმა არმიამ სულ 1 035 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, მათ შორის 214 მამაკაცი, 160 ქალი და 42 ბავშვი იმსხვერპლა. რუსეთის თავდასხმის შედეგად 1 650 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 181 მამაკაცი, 140 ქალი და 51 ბავშვი.