უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ნებისმიერ შეჭრას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება – ბლინკენი

“უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ნებისმიერ შეჭრას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება”- თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინისკენ ნებისმიერი მოძრაობა აღქმული იქნება, როგორც ხელახალი შეჭრა.

„ჩვენ ყველანი თანაბარ ძალებს ვდებთ, რომ განსხვავებები დიალოგით აღმოვფხვრათ, თუმცა, თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება და რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაავრცელოს, ჩვენ ძალისხმევას გამოვიჩენთ სწრაფი მკაცრი და ერთიანი პასუხითაც.

„მე ლავროვს  ვუთხარი, რომ შემდგომ დღეებში ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ, რუსეთს ჩვენს შეხედულებებს გავუზიარებთ უფრო დეტალურად და წერილობითად შემდეგ კვირაში, ასევე ჩვენ ამის შემდგომ ვრცელ დისკუსიაზეც შევთანხმდით“ – თქვა ენტონი ბლინკენმა.