უკრაინაში რუსული ჯარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინაში რუსული ჯარი „ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა,  ბენ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგია მისი ჯარების ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას ჰგავს.

„მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობები განურჩევლად და გაანადგურონ, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პუტინს არ შეუცვლია თავისი სურვილი, მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია, აიღოს კიევი და ოდესა, მაგრამ მისი ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით. 25 ათასზე მეტი გარდაცვლილია, შეიძლება იყოს ორჯერ მეტი დაშავებული“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.