“უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე მიმდინარე მოქმედებები მიუღებელია” – წმინდა სინოდის წევრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადებას ამის შესახებ,რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს.
“საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მძიმე გამოცდა. ბევრი მორწმუნე ავლებს პარალელს ბოლშევიკურ პერიოდში ეკლესიის დევნასთან.
ვლოცულობთ ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისათვის თქვენს ქრისტესმოყვარე სამშობლოსათვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მისი მეთაურობით, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრესი, სინოდის წევრების, თანამოძმეების და მორწმუნე ხალხის”, – ციტირებს რუსეთის საპატრიარქო გორისა და ატენის მიტროპოლიტის სიტყვებს.