რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესვლა თუ რუსეთისა და ალიანსის ძალებს შორის შეტაკებას გამოიწვევს.
“ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ახლა იქნება NATO-ს სამიტი, ჩვენ უნდა გავგზავნოთ [უკრაინაში] სამშვიდობოებიო. იმედია, ისინი ხვდებიან, რა დევს სასწორზე. ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება, რომელის აცილება არამარტო სურდა ყველას, არამედ ამბობდნენ, რომ, პრინციპში, ეს არასდროს უნდა მოხდეს”. – თქვა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს უკრაინაში.