პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში “სპეცოპერაციის” დასრულებას “განჭვრეტად მომავალში” ელის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია TASS ავრცელებს.
პესკოვის თქმით, “ოპერაცია თავის მიზნებს განჭვრეტად მომავალში მიაღწევს, ან დასრულდება რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებით“.
კითხვაზე, თუ რა იძლევა ამგვარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას, პესკოვმა განმარტა:
“ოპერაცია გრძელდება, მიზნები მიღწეულია. არსებითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სამხედროების მხრიდან – ოპერაციის წინსვლის კუთხით, ასევე მომლაპარაკებლების მხარიდან, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში არიან უკრაინელ კოლეგებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.