უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორკანაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაშ მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ავრცელებს., წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა. ხარკოვის ოლქი ფრონტის ცხელი წერტილია. რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს ახალი შეტევა და განაცხადეს, რომ დაიპყრეს რამდენიმე სოფელი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, ქალაქ ხარკოვთან. კრემლის ძალები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის ფრონტის ხაზი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 67 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.