უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მოხალისე, „ქართული ლეგიონის“ წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა.ქართული ლეგიონის ჯარისკაცი შეტაკებებისას გარდაიცვალა. მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს. ამის შესახებ თავის ფეისბუკში ცნობა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, გამოაქვეყნა.

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.