უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გავცემთ – ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც მომავალ კვირას იწყება.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენ გარეშე“. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.