უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა ომის დროს 11 პრორუსულად მიჩნეული პოლიტიკური პარტიის საქმიანობა აკრძალოს. მათ შორის არის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მმართველი “რეგიონების პარტიის“ რამდენიმე წარმომადგენლის პოლიტიკური ძალა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მის მორიგ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.
აკრძალულთა სიაში მოხვდნენ: “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, “ოპოზიციური ბლოკი“, “პარტია შარია“ , “ჩვენები“, “მემარცხენე ოპოზიცია“, “მემარცხენე ძალთა კავშირი“, “სახელმწიფო“, “პროგრესული სოციალისტური პარტია“, “სოციალისტური პარტია“, “პარტია სოციალისტები“, “ვლადიმირ სალდოს ბლოკი“.
“პოლიტიკოსების ნებისმიერი აქტივობა, მიმართული განხეთქილების ან კოლაბორაციისკენ წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომაც, ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა: რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული სრულმაშტაბიანი ომის პირობებში, ამ ქვეყანასთან ზოგიერთი პოლიტიკური სტრუქტურის კავშირების გათვალისწინებით, საომარი მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი საქმიანობა“– თქვა ზელენსკიმ.