უკრაინაში 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა ან დაიკარგა – NATO

NATO-ს ინფორმაციით, უკრაინაში 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა ან დაიკარგა.

ინფორმაციას BBC ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალიანსის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლულ რუს სამხედროთა რიცხვი 7 000-დან 15 000-მდე მერყეობს.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე მოკლულია 15 600 რუსი ჯარისკაცი.