უკრაინაში Fox News-ის ჟურნალისტი დაჭრეს

Fox News-ის განცხადებით, უკრაინაში მათი ჟურნალისტი, ბენჟამინ ჰოლი დაჭრეს.

Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი კიევის მიმდებარედ ამბების შეგროვების დროს დაჭრეს. მისი ინფორმაციით, ბენჟამინი ჰოსპიტალიზებულია.

სკოტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში და მის მიმდებარე რეგიონებში ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა მათთვის მთავარი პრიორიტეტია.

ცნობისთვის, გუშინ ირპენში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, ერთი კი დაჭრეს.