გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1300 თანამგზავრი გაითიშა – ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი თანამგზავრები უკრაინელი სამხედროებს საშუალებას აძლევს დარჩნენ ქსელში მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი გამორთულია.
შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში Starlink-ს დაფინანსებაზე კომპანიაm თითქმის 100 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა და მომავალში ამას ვეღარ შეძლებდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ილონ მასკმა SpaceX-ის განცხადება უკან წაიღო და განაცხადა : “ჯანდაბას. უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას”, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.