„პირველ რიგში, არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსულად აღიარებაზე.[…] მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსების არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ.[…] რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება,”
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.