უკრაინა აქვეყნებს რუსი სასულიერო პირების სიას, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან

უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს რუსი სასულიერო პირების სიას, რომელებიც, მათი ცნობით, კრემლის დავალებით ქადაგებენ “რუსული მშვიდობის“ დოქტრინას.

მათი განცხადებით, რუსული ოფიციალური პროპაგანდის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ამართლებენ რუსეთის აგრესიას, უკრაინელი ხალხის გენოციდს და მოუწოდებენ მორწმუნეებს, შეუერთდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებს.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს თანახმად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს მკაფიო მითითებები, რომ აგიტაცია მოახდინონ ახალგაზრდა რუსი მშობლებისა და ნათესავების წახალისებისთვის, რომ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას სამხედრო სამსახურზე.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აქვეყნებს ინფორმაციას რუსების მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პირების შესახებ, რომლებიც თანამშრომლობენ რუს პროპაგანდისტებთან და და საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების საოკუპაციო ერთეულებთან. შევახსენებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის”,– აცხადებს დაზვერვა.

სასულიერო პირების სია შეგიძლიათ იხილოთ თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ოფიციალურ საიტზე.