უკრაინა აცხადებს, რომ პოლონეთის საზღვართან ისინი რუსული რაკეტების განეიტრალებას ცდილობდნენ

უკრაინელმა სამხედროებმა შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს განუცხადეს, რომ პოლონეთის საზღვართან ისინი ცდილობდნენ რუსული რაკეტის განეიტრალებას ცდილობდნენ.ინფორმაციას ამის შესახებ CNN აშშ-ის დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა არის თუ არა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა  ასევე ისაუბრა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუშინდელ შეფასებაზეც, რომელმაც განაცხადა, რომ „ტრაექტორიის თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყოს გაშვებული“.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი რათა მომხდარი ქვეყანაზე თავდასხმად იქნეს კვალიფიცირებული.