უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა. 

“დაზუსტებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე ბრიგადის დანაკარგი 75%-მდეა. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, თითქმის 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აღნიშნული ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენებები, რომლებშიც უარს ამბობენ ე.წ. სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე”. – ნათქვამია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.