უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინა ბელარუსის საზღვარზე, ჩრდილოეთ ნაწილში, კედელს აშენებს.
“ჩრდილოეთ ნაწილში სხვა საქმე დუღს – ახლა ბელარუსის საზღვარზე კედელი შენდება. თხრილები, რკინაბეტონისგან აგებული კედელი, მავთულხლართები – ეს შენდება ვოლინში. უკვე აშენებულია 3 კილომეტრის სიგრძის კედელი, სამუშაოები გრძელდება. ეს ჯერ ყველაფერი არ არის, თუმცა დეტალებს ჯერ არ გავამხელ. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს როვენსკისა და ჟიტომირის რეგიონებში”, – განაცხადა ტიმოშენკომ.