BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორია ბოლო 3 დღეში სულ მცირე 200 ათასმა ადამიანმა დატოვა.
მათი ცნობით, სლოვაკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში, შაბათს, 06:00 საათამდე, დაახლოებით 10 000 ადამიანი შევიდა ქვეყანაში უკრაინის სამი შესასვლელიდან, რაც თითქმის ათჯერ აღემატება ნორმალურ მაჩვენებელს.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, 43 000-ზე მეტი უკრაინელი გადავიდა რუმინეთში, 150 000-ზე მეტი – პოლონეთში, ათასობით კი უნგრეთსა და მოლდოვაში.