რადიო თავისუფლების ჟურნალილსტი, რიკარდ იოზვიაკი, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე განხილვებზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ხშირად საუბრობს, ტვიტერზე წერს, რომ ევროკომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდაის სტატუსს მიიღებენ, საქართველო კი პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში სატუსს მიიღებს.
“ევროკომისია მივიდა წინასწარ შეთანხმებამდე: უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, რასაც მოჰყვება შესასრულებელი პირობები. საქართველო ჯერ პირობებს მიიღებს, კანდიდატობის შანსი კი ამ პირობების შემდეგ იქნება. ევროკავშირის საბჭო მომავალ კვირას განიხილავს“. – წერს იოზვიაკი.
the European Commission has come to a tentative agreement: candidate status for #Ukraine & #Moldova now, followed by conditions to be complied with. For #Georgia conditions now and chance to get candidate status after. to be discussed by leaders at #EUCO next week
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 16, 2022