უკრაინა და საქართველო ნატოში შევიყვანოთ, სიტყვები არაა საკმარისი – სენატორი პორტმანი

სენატორი რობ პორტმანი ბაიდენის და პუტინის შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ სიტყვები არ არის საკმარისი.

მისი თქმით, უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები უნდა გახდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა უკრაინას ან პრეზიდენტ პუტინს, სიტყვები უბრალოდ არ არის საკმარისი.

საჭიროა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატოში, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცე რიტორიკა უნდა შეუსაბამოს მტკიცე ქმედებებს”,– წერს პორტმანი ტვიტერზე.