“უკრაინული პრობლემური საკითხი ეს პრეზიდენტის დონეც კი არ არის, ჩემი დონეა. ჩემთვის რომ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გადავჭრიდი. ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას მივუერთებდი ან დიდი ხნის წინ უკრაინაშივე გადავჭრიდი. თუმცა მაინც არსებობს სახელმწიფო სახელმწიფოებრივი ნორმატიულ-სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც არ გაძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩემი აზრით, თუ ბატონი ზელენსკი და მისი გუნდი ასე გააგრძელებენ მოქცევას, უკრაინა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ხნის წინ უნდა შემოგვეერთებინა.”
ამის შესახებ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა და ასევე იმედი გამოთქვა რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს საშუალებას არ მისცემს, რომ უკრაინაში სამხედრო ბაზები განათავსონ.