უკრაინა დნესტრისპირეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავს – რუსეთი

უკრაინა დნესტრისპირეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავს –  ამის შესხებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც  რუსეთის თავდაცვის Telegram-ზე ავრცელებს.

“არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებს, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განახორციელებენ, მათ შორის, აზოვის ნაციონალისტური ფორმირება”. – წერია განცხადებაში.