უკრაინა ზამთრის ტერორს გადაურჩა და პუტინს კიდევ ერთი დამარცხება აგემა– კულება

გაზაფხულის პირველ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა  პუტინის ზამთრის ტერორს გადაურჩა და ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის მეხუთე დიდი მარცხი მის მიერ გაჩაღებულ ომში.

“ჩვენ გავუძელით ყველაზე რთულ ზამთარს ჩვენს ისტორიაში. ციოდა და ბნელოდა, მაგრამ ჩვენ უდურეკები ვიყავით. ჩვენს გვერდით იყვნენ პარტნიორები და მათი დახმარება. გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც მოსკოვის  ხორხოცის მიუხედავად, ასევე არ გაიყინა რუსული გაზის გარეშე“, – წერს ის ფეისბუქზე.

პირველი მარცხი, კულებას თქმით, პუტინმა ომის პირველ დღეებში განიცადა, როცა შიშით უკრაინელების პარალიზება ვერ მოახერხა.

მეორე იყო კრემლის იმედგაცრუებული ბლიცკრიგის გეგმები.

“უკრაინა არ დაეცა არც სამ დღეში, არც მოგვიანებით, არც ერთ თვეში და არც ერთ წელიწადში. და არასოდეს დაეცემა”, – წერს კულება.

მესამე მარცხი, მისი თქმით, უკრაინამ რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე მიაყენა. უკრაინის მხარეს დადგა  საერთაშორისო კოალიცია, რომელიც კიევს სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

„მეოთხე მარცხი არის რუსეთის მიერ უკრაინის დიდი რაოდენობით ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვა უკრაინის შეიარაღებული ძალების და უკრაინის სხვა თავდაცვის ძალების ეფექტური ქმედებებისა და კონტრშეტევების გამო“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.