უკრაინა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა მანძილზე გამოიყენოს ამერიკული ზალპური ცეცხლის სისტემები HIMARS.
ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ–ს ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
“საქმე ეხება 700 მილიონიანი დახმარების პაკეტს, რომელიც HIMARS–ის სისტემებსაც შეიცავს მოქმედების დიდი სიშორით. მაგრამ იმის რეგულირებას, თუ რა მანძილზე ისვრიან, თვითონ უკრაინული მხარე მოახერხებს“– თქვა ელჩმა.
თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა უკრაინისთვის HIMARS–ების გადაცემის შესახბ. რაკეტის ტიპიდან გამომდინარე ამ სისტემებს 40-დან 300 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნის განადგურება შეუძლიათ. უკრაინული მხარე მიიღებს საბრძოლო მასალებს, რომელთა სიშორე 70 კმ.–ს არ აღემატება.