უკრაინა იძულებულია, ითხოვოს ის, რასაც პარტნიორები წლების განმავლობაში საწყობებში ინახავენ – ზელენსკი

“უკრაინა იძულებულია, ითხოვოს ის, რასაც პარტნიორები წლების განმავლობაში საწყობებში ინახავენ ” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

”უსამართლობაა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავნენ. თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება აქ და ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი პირველი მორალური მოვალეობაა დაეხმარონ თავისუფლების დაცვას. ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენას. ” – აცხადებს, ვოლოდიმირ ზელენსკი.