უკრაინა კანდიდატის სტატუსის არანაირ ალტერნატივას არ დათანხმდება – კულება

“უკრაინა კანდიდატის სტატუსის არანაირ ალტერნატივას არ დათანხმდება “- აცხადებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.კულებას თქმით, ვერ ხედავს ვერცერთ რაციონალურ არგუმენტს, რომელსაც შეიძლება ევროკავშირის სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები დაეყრდნონ.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, უკრაინა არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის რაიმე სუროგატ ვერსიებს და ალერნატივებს, რაც უნდა ვარდისფერი იყოს ისინი. ჩვენ დიდი ხანია ვთამაშობთ ამ თამაშს და ვიცით, ეს როგორ მუშაობს. ჩვენ ვართ თავმდაბალი, მოკრძალებული ხალხი, რომლებიც დაკმაყოფილდება ჩვეულებრივი სტანდარტული სტატუსით და ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულის გამოგონება არ არის საჭირო”, – თქვა კულებამ.