ამერიკული გამოცემა, The New York Times ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინული ჯარები სამხრეთისკენ დაახლოებით 16-19 კილომეტრით დაწინაურდნენ, რათა ოკუპანტების მომარაგების მარშრუტები გადაჭრან. ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მელიტოპოლისკენ სოფელ სტარომაიორსკოეს გავლით ბერდიანსკში, რადგან სწორედ იქ მდებარეობს ერთ-ერთი სასიცოცხლო სატრანსპორტო კერა სანაპიროს მახლობლად.
NYT წერს, რომ წინსვლა ტაქტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან რუსული ძალების პერედისლოკაცია კიდევ უფრო შეასუსტებს მათ თავდაცვას, რითაც შექმნის შესაძლებლობებს უკრაინული გარღვევისთვის, რომელიც შეიძლება “პოტენციურად გადამწყვეტი” აღმოჩნდეს.