უკრაინა კურსკის ოლქში კიდევ ერთ დასახლებას აკონტროლებს – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოლექსანდრ სირსკიმ, ქვეყნის მეთაურს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე აცნობა.
ზელენსკის თქმით, მან სუმის სასაზღვრო ზოლი მოინახულა და შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ასევე სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
“შეიარაღებული ძალების მეთაურმა აქტიური მოქმედებების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ფრონტის ყველაზე მძიმე მიმართულებებზეც. მაცნობა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ტორეცკისა და პაკროვის მიმართულებებზე თავდაცვის მიმართულებით ვდგამთ. კურსკის რაიონის გარკვეულ რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ მოექცა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი, ასევე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი. რაც შეეხება სუმის ოლქში სიტუაციას [რომელიც კურსკის საზღვართან არის] შეინიშნება რუსების მხრიდან თავდასხმების კლება”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.