უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა მადლიერია ამერიკის, თუმცა მეტი სჭირდება “ყველაზე ბნელ პერიოდში”.
„ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტებია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული“, – თქვა მან.
ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა რუს პოლიტიკოსს, „ვინც რჩება თავის ოფისებში და არ წყეტს ურთიერთობას მათთან, ვინც უკრაინის წინააღმდეგია“.
„ყველა ამერიკულმა კომპანიამ დაუყონებლივ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი, რადგან ის ჩვენი სისხლით არის სავსე. ქალბატონებო და ბატონებო, კონგრესის წევრებო, თუ თქვენს რაიონებში გაქვთ კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ რუსულ სამხედრო მანქანას, განახორციელეთ ზეწოლა”,– მიმართა მან კონგრესს.