უკრაინა მსოფლიო ბანკს და სავალუტო ფონდს რუსეთის და ბელორუსის გარიცხვისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრემიერ მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოუწოდა მოკავშირეებს, რუსეთს და ბელორუსს მსოფლიო ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში წევრობა შეუჩერონ. შმიგალმა ტვიტერზე დაწერა, რომ ხელი მოაწერა შესაბამის მიმართვას “შვიდეულის“ წევრებისადმი. ესენი არიან: აშშ, კანადა, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია.

“ამ ქვეყნებმა დაარღვიეს თავისი ვალდებულებები და პოლიტიკური კურსი აიღეს ომისკენ. ერთად შევაჩეროთ ისინი!„– დაწერა შმიგალმა.