უკრაინა ომის შედეგად დონბასს და ყირიმსაც დაიბრუნებს– ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ–მაიორი კირილ ბუდანოვი Sky News–თან ინტერვიუში ამბობს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების უმრავლესობა წლის ბოლოსთვის დამთავრდება, გარდამტეხი მომენტი კი ომის მსვლელობაში აგვისტოს შუა პერიოდში იქნება.

“შედეგად ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლების კონტროლს მთელ ჩვენს ტერიტორიაზე, რომლებიც დავკარგეთ, მათ შორის დონბასსა და ყირიმზე“– თქვა მან.

ინტერვიუში ბუდანოვმა ასევე ისაუბრა რუსეთის უდიდეს დანაკარგებზე.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს არ აკვირვებს ამ დანაკარგების მაშტაბები, იმიტომ რომ მისი თქმით, რუსეთის სამხედრო სიძლიერე მხოლოდ მითია. რუს სამხედროებს ბუდანოვმა უწოდა “ურდო იარაღით ხელში“.

საკუთარი სიტყვების მტკიებულებად მათ ხარკოვის ჩრდილო–აღმოსავლეთზე რუსეთის რამდენიმე დღის წინანდელი შეტევა მოჰყავს. რუსეთის არმიამ მდინარე სევერნო დონეცკის გადალახვა ვერ შეძლო, უდიდესი დანაკარგები განიცადა და უკრაინელებმა რუსეთის საზღვრისკენ უკუაგდეს.

“შემიძლია დავადასტურო, რომ მათ ცოცხალი ძალის და ჯავშანტექნიკის უდიდესი დანაკარგები განიცადეს, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ როცა საარტილერიო შეტევა დაიწყო, ბევრმა ეკიპაჟმა ტექნიკა მიატოვა“– ამბობს ის.

მანამდე ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინამ როგორც ჩანს ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო. შედეგად, რუსულმა ჯარმა გადაწყვიტა სრულად მიატოვოს პოზიციები ხარკოვის გარშემო – ნათქვამია ორგანიზაციის ექსპერტების მასალაში.