გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პრემიერ–მინისტრს, დენის შმიგალს ციტირებს, რომლის განცხადებით უკრაინის ზარალმა რუსეთის შეჭრიდან დღემდე 326 მილიარდი დოლარი შეადგინა
მისი თქმით, ეს თანხა არის პირდაპირი “ფიზიკური“ ზარალი, რომლის ვერიფიცირება უკრაინის მთავრობამ შეძლო მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად.
105 მილიარდი დოლარი ამ თანხიდან აუცილებელია დანგრეულის აღსადგენად.