“მათ ესმით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ეს აშკარაა. პირველ რიგში სამხედროებს ესმით, რომ მათი ქვეყანა გაძარცვეს. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ აბსოლუტურად არ არსებობდა საჭიროება, რომ უკრაინას თავს დასხმოდნენ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ. მათ ესმით, რომ ისტორიულად ისინი უმნიშვნელოდ გამოიყურებიან, დიახ, ეს სადღაც ქვეცნობიერში ესმით, რადგან შეუძლებელია უცხო მიწაზე მოსულ ნაძირალებს, რომლებმაც დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირები უწოდოთ. […] პუტინს სჯერა, რომ ის ზეწოლას მოახდენს. მე მისთვის დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ სიტყვა უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია”.
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.