უკრაინა რუსეთს, ”აზოვსტალში” მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების, რუს ტყვეებში გაცვლას სთავაზობს – ამის შესახებ, ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთისგან თანხმობა არ არის.
“პირველ ნაბიჯად რუსებს შევთავაზეთ: მძიმედ დაჭრილ ბიჭების აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით”.- ამბობს ვერეშჩუკი.