უკრაინა სუვერენიტეტით არ ივაჭრებს ვიღაცის საფულის შესავსებად – პოდოლიაკი

“ამბობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არის საუბარი იმაზე, დადგა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის, კრემლთან მოლაპარაკების და რუსეთთან ბიზნესის დაბრუნების დრო. არის თუ არა ეს სიბრმავის ახალი ვირუსი? უკრაინა არ ივაჭრებს თავისი სუვერენიტეტით, რათა ვიღაცამ შეძლოს საფულის შევსება. უმოკლესი გზა ომის დასასრულებლად – იარაღი, ფული, ემბარგო”

წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.