უკრაინა ტყვეებს გადასცემს მათ დედებს, თუ ისინი კიევში ჩავლენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტეს, რომ დატვევებულ რუს ჯარისკაცებს გაათავისუფლებენ, თუ მათ დედები კიევში ჩააკითხავენ.

უწყება წერს, რა უნდა გააკეთონ რუსმა დედებმა თავიანთი შვილების დასაბრუნებლად.

“1. თქვენ უნდა დარეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რათა გაარკვიოთ, თქვენი შვილი ტყვეობაშია თუ გარდაიცვალა, უნდა გადახვიდეთ ტელეგრამის არხზე Gruz 200 https://t.me/gruz_200_rus ან დარეკოთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – “დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან”.

+380894201860

+380894201861

+380894201862

ან მოგვწეროთ მეილზე:

Vernis_iz_ukraine@gmail.com

თუ თქვენ მიიღეთ დადასტურებას, რომ თქვენი შვილი ჩვენს ტყვეობაშია, რუსი ჯარისკაცების დედები უნდა ჩამოხვიდეთ კიევში. პუტინის ფაშისტური არმიის შეჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, ეს მხოლოდ ასეა შესაძლებელი”

მიდით კალინინგრადში ან მინსკში. იქიდან ავტობუსით ან ტაქსით პოლონეთის საზღვრამდე.
შემდეგ პოლონეთის ტერიტორიის გავლით თქვენ უნდა მიხვიდეთ უკრაინის საგუშაგოზე. იქ დაგხვდებიან და გაგაცილებენ კიევში, სადაც თქვენს შვილს გადმოგცემენ.

ჩვენ, უკრაინელები, პუტინის ფაშისტებისაგან განსხვავებით, არ ებრძვით დედებს და მათ ტყვე შვილებს. გელოდებით კიევში!”,– წერია უწყების განცხადებაში.