უკრაინა, ფაქტობრივად, გამოვიდა მოლაპარაკებების პროცესიდან – რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “უკრაინასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს”, რადგან “კიევი, ფაქტობრივად, გამოვიდა მოლაპარაკებების პროცესიდან”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ამბობს, რომ კიევმა არ უპასუხა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულების პროექტს.

მისი შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ახანგრძლივებს კონფლიქტს. 

“თანხების გამოყოფა და იარაღის პირდაპირი მიწოდება აჭიანურებს ამ კონფლიქტის მოგვარებას, ამის შესახებ ჩვენმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა“, – აღნიშნა რუდენკომ.