უკრაინა წითელ ჯვარს მიმართავს, რუსი სამხედროების ცხედრები სამშობლოში გადაასვენონ

უკრაინა წითელ ჯვარს მიმართავს რომ დაეხმაროს რუსი ოკუპანტების ათასობით ცხედრის გატანაში.  ამის შესახებ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ისაუბრა.

“ჩვენ ვთხოვთ, წითელ ჯვარს, რომ რუსეთში რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენებაში დახმარება გასწიოს. ეს ჰუმანიტარული მოთხოვნილებაა და ვითხოვთ გაკეთდეს ისე, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრებმა დატოვონ უკრაინა და გაემგზავრონ რუსეთში”, – განაცხადა ვერეშუკმა.

ასევე, დღეს საღამოს, კიევში ცხელი ხაზი ამოქმედდება რუსი ჯარისკავების ოჯახებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება რადგან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 3 დღის თავზე, რუსულ მხარეს დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უკრაინა აცხადებს, რომამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200 ტყვედ აიყვანეს.