უკრაინა 2.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – UN

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, 14 მარტის მდგომარეობით უკრაინა 2.8 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში.

“ხალხი ყოველ წუთს აგრძელებს უკრაინის ომისგან გაქცევას. მათ სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა”,– წერს IOM ტვიტერზე.

UNICEF-ის მონაცემებით, უკრაინის ომი „დამანგრეველ გავლენას“ ახდენს 7.5 მილიონზე მეტ ბავშვზე.