უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა სამხრეთით ჯერ ადრეულ სტადაიზეა– ამის შესახებ აშშ–ს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის – ე.წ. რამშტაინ–5–ის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზეგანაცხადა, რომელიც გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე გაიმართა.
მან თქვა, რომ უკრაინა სექტემბრის დასაწყისიდან სამხრეთში შეტევაზე გადავიდა, რათა ოპერატიული და სტრატეგიული ინიციატივა ხელში აიღოს.
“შეტევა გრძელდება. ის ადრეულ სტადიებზეა, ჯერ კიდევ ნაადრევია სრული შეფასების გაკეთება“–თქვა მილიმ. თუმცა ამავე დროს დასძინა, რომ უკრაინული ძალები ეფექტურად იყენებენ მოწინააღმდეგეზე საცეცხლე გავლენას, რათა შემდგომი მანევრებისთვის სახმელეთო შესაძლებლობების ფორმირება მოახდინონ.
მისითქმით, უკრაინული არმია ძალიან მიზანმიმართულ შეტევებს ახორციელებს და ახლა ამ შეტევით ოპერაციებში უკრაინელების მყარი პროგრესი შეიმჩნევა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთდროულად ხერსონსა და ხარკოვში შეტევა უკრაინული შეიარაღებული ძალების გადატვირთვას არ იწვევს, რადგან ხარკოვის ოლქში ისედაც სულ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.