უკრაინის მოქალაქეები არ არიან მზად ტერიტორიების დათმობისთვის ომის დასრულების მიზნით. ეს შედეგები კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის ავტორებმა მიიღეს.
2005 გამოკითხულოდან რესპონდენტთა 85% მიუღებლად მიიჩნევს რაიმე ტერიტორიულ დათმობას. მხოლოდ 8%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უკრაინას შეუძლია დათმოს თავისი ტერიტორიის ნაწილი.
ეს შედეგი მსგავსია ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ომის შედეგად.
გამოკითხვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რეგულარულად ტარდება, მაგრამ მისი შედეგები დიდად არ იცვლება. მაისში გამოკითხულთა 82% ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგი იყო, ხოლო სექტემბერში – 87%.