უკრაინელების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 24-ვე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული “შაჰიდის” ტიპი 24-ვე დრონი ჩამოაგდეს – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

დრონები ჩამოაგდეს კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.